ახალციხეში სასაფლაოზე ხანძარი გაჩნდა

20:47 03-09-2020
75

ახალციხეში, სომხურ სასაფლაოზე ხანძარი გაჩნდა. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო–სამაშველო სამსახური და პოლიცია. ინფორმაციას „სამხრეთის კარიბჭე“ ავრცელებს.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ხანძარი ერთ–ერთ საფლავზე დანთებულმა სანთელმა გამოიწვია. ისინი მეხანძრეების მოსვლამდე ცეცხლს ნიჩბებით აქრობდნენ.

 

ფოტო: სამხრეთის კარიბჭე