„სპარის“ მაღაზია, სავარაუდოდ, არასრულწლოვნებმა გაქურდეს

10:19 03-10-2020
121

სპარის“ მაღაზია გაქურდეს. თბილისში, მერაბ კოსტავას ქუჩაზე, მარკეტში სავარაუდოდ არასრულწლოვნები შეიჭრნენ. მათ მაღაზიიდან, დაახლოებით 500 ლარის ღირებულების ალკოჰოლური სასმელი წაიღეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე  ქურდობის მუხლით იძიებს.