მტკიცებულებათა გამოკვლევა ვერ მოესწრო, ვერ გადავედით სხვა ეტაპზე, სადაც დავაყენებდით შუამდგომლობას პატიმრობის შეცვლის თაობაზე, - ამის შესახებ 20 ივნისის საქმეზე დაკავებული ბესიკ თამლიანის ადვოკატმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.
„პრაქტიკულად, გამოვიკვლიეთ მტკიცებულებები, დარჩა რამდენიმე შეკვრა, რომელიც დღეს ვერ მოესწრო. გამომდინარე იქედან, რომ მტკიცებულებათა გამოკვლევა ვერ მოესწრო, ვერ გადავედით სხვა ეტაპზე, სადაც დავაყენებდით შუამდგომლობას პატიმრობის შეცვლის თაობაზე. შესაბამისად, პროკურორებმა ვერ დაადასტურეს ის გარემოება, რომ მათი ბრალდების მოწმეების დაკითხვა დასრულდა,“ - განაცხადა ადვოკატმა.
ცნობისთვის, 20 ივნისის საქმეზე ბესიკ თამლიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული. მას ბრალი ედება ჯგუფურ მოქმედებში მონაწილეობაში, რასაც თან ახლდა რბევა, ძალადობა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა და მათზე თავდასხმა. აღნიშნული ბრალი 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.