იუსტიციის საბჭომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ნინო ქადაგიძის კანდიდატურა შეარჩია

16:42 03-10-2020
116

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე მოსამართლე ნინო ქადაგიძის კანდიდატურა შეარჩია.

ნინო ქადაგიძის კანდიდატურა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ოთხმა მოსამართლე წევრმა დააყენა. კანდიდატს ხმა არ მისცა ნაზი ჯანეზაშვილმა

საბჭო მის მიერ დასახელებულ კანდიდატურას განსახილველად საქართველოს პარლამენტს გადაუგზავნის. დეპუტატთა სრული მხარდაჭერის შემთხვევაში, კანდიდატი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე 10 წლის ვადით დაინიშნება.

ცნობისთვის, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტი 2018 წლის 2 აგვისტოდან გახდა ვაკანტური. ნინო გვენეტაძემ თანამდებობა საკუთარი სურვილით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დატოვა.