გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, გაუქმდა ხალხმრავალი ღონისძიებები, მათ შორის „ნოვრუ ბაირამის“ დღესასწაული, რომელსაც 21 მარტს აღნიშნავენ.
„სამთავრობო უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციის მიხედვით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციაში, COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, შეჩერდა მოქალაქეთა მიღება და გაუქმდა ხალხმრავალი ღონისძიებები, მათ შორის „ნოვრუზ ბაირამის“ სახალხო დღესასწაული, რომელიც ტრადიციულად მიმდინარე თვის განმავლობაში აღინიშნება. მოსახლეობა საჯარო უწყებებიდან ინფორმაციის მიღებას სატელეფონო კომუნიკაციის გზით შეძლებს“, - წერია გარდაბნის მერიის განცხადებაში.