რომელ ქვეყნებში წასვლა გააუქმა სალომე ზურაბიშვილმა კორონავირუსის გამო

19:16 03-10-2020
67

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებას ავრცელებს, სადაც ვკითხულობთ, რომ მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელებით შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გააუქმა ბულგარეთში, უკრაინასა და ბელგიაში დაგეგმილი ვიზიტები.

„მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელებით შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტმა, ხელისუფლების სხვა შტოებთან კოორდინაციით, გააუქმა ბულგარეთში, უკრაინასა და ბელგიაში დაგეგმილი ვიზიტები. გასაჯაროებამდე, პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება ეცნობა ჩვენს პარტნიორებს“, - ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.