მოხარული ვარ, რომ შედგა შეთანხმება - ეუთო/ოდირის დირექტორი

20:37 03-10-2020
35

„მოხარული ვარ, რომ შედგა შეთანხმება საქართველოში საარჩევნო სისტემაში ცვლილებების შეტანის შესახებ“- ამის შესახებ ODIHR-ის დირექტორი ინგიბორგ სოლრუნ გისლადოტირი სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ წერს.

„მოხარული ვარ, რომ შედგა შეთანხმება საქართველოში საარჩევნო სისტემაში ცვლილებების შეტანის შესახებ. მიღებული კანონი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც წლის ბოლოს დაგეგმილია საპარლამენტო არჩევნები, რომელსაც საფუძვლიანად დააკვირდება და შეაფასებს ოდირი“, - წერს ინგიბორგ სოლრუნ გისლადოტირი.

ოპოზიციისა და მმართველი გუნდის შეთანხმებას, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ, საერთო განცხადებით ეხმაურებიან ევროპარლამენტის წამყვანი დეპუტატები.