ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგოძემ გულშემატკივარი კიდევ ერთხელ გაახარა. ტოჩინოშინმა, ოსაკაში გაზაფხულის ჰაცუ ბაშოზე პირველი გამარჯვება მოიპოვა. ტურნირის მესამე დღეს კი გორგოძე დასავლეთის მერვე მაეგაშირა კირიბაიამას შეხვდა და საკმაოდ მარტივად მოიპოვა გამარჯვება.
ქართველი სპორტსმენის შემდეგი მეტოქე აღმოსავლეთის მეცხრე მაეგაშირა ტაკანოში იქნება, რომელიც ჰაცუ ბაშოზე დაუმარცხებლად ასპარეზობს. მანამდე სპორტსმენებმა ერთმანეთის შესაძლებლობები ერთხელ გამოსცადეს - გამარჯვება იაპონელ სუმოისტს ხვდა წილად.
შეგახსენებთ, ლევან გორგაძემ, სისტემატური ტრავმების გამო ქართველმა სპორტსმენმა გასული სეზონი წარუმატებლად ჩაატარა და ოძეკის ტიტული დაკარგა.