რა მიზნით შეხვდა მამუკა ხაზარაძეს გიორგი მარგველაშვილი

22:46 03-10-2020
56

პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ მათი „კარი ღიაა“ გიორგი მარგველაშვილისთვის. ყოფილ პრეზიდენტთან თანამშრომლობაზე მან „ტვპირველის“ ეთერში ისაუბრა და თქვა, რომ იგი მარგველაშვილს მნიშვნელოვან პარტნიორად მიიჩნევს.

„ბატონ გიორგისთან მარგველაშვილთან ჩვენ გვქონდა შეხვედრა. აქვე მინდა დაგიდასტუროთ რომ ჩვენი პოზიციები ემთხვევა ბევრ საკითხთან დაკავშირებით. მისი შემოსვლის თემა ჩვენ არ განგვიხილავს, ჯერ პოზიციებს შევაჯერებთ. ჯერ საკმაოდ დიდი დრო არის არჩევნებამდე და ჩვენი „კარი ღიაა“ ბატონი გიორგისთვის“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.