ქუჩაში გაჩერებული ავტომობილი პატრონს ბორბლების გარეშე ბლოკებზე დაყენებული დახვდა

12:26 03-11-2020
549

გვიან ღამით გორში, კომბინატის დასახლებაში ავტომობილი გაქურდეს. „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, იმპორტირებულ მანქანას რომელიც ქუჩაში იდგა, ოთხივე საბურავი თავისი დისკებით დააცალეს. „ტოიოტა“-ს მარკის ავტომობილი, რომელიც მეპატრონეს ხელოსანთან ჰყავდა დატოვებული, ბლოკებზე დაყენებული დილით დახვდა.

ამ წუთებში ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.

შსს-ს პრეს-სამსახურის ცნობით, გამოძიება 177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,დ ქვეპუნქტით. (ქურდობა - სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.)

 

ავტორი: თათია გოლოშვილი