აბასთუმნის საკარანტინო ზონაში იტალიიდან დაბრუნებული მოქალაქეები მოათავსეს

12:49 03-11-2020
26

აბასთუმნის ფილტვის ცენტრმა დღეს, 11 მარტს, გამთენიისას იტალიიდან სპეცრეისით დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეები მიიღო. ხუთი პირი კარანტინის პერიოდს იზოლირებულ სივრცეში გაატარებს.

„გამთენიისას შემოიყვანეს, იტალიიდან პრაღის გავლით ჩამოფრინდნენ. მათ გარდა გუშინ, 10 მარტს ფილტვის ცენტრმა კიდევ ხუთი პირი მიიღო“, - გვითხრა კლინიკურმა მენეჯერმა კახა ბერიძემ.

ამ დროისთვის აბასთუმანში 25 პირი იმყოფება, თუმცა დღესვე საკარანტინო ზონას ხუთი მათგანი დატოვებს, რომლებსაც საკარანტინო პერიოდი გაუვიდათ.

 

ავტორი: რუსკა გვარამაძე