ნინო ქადაგიძე თავისი კომპეტენციით ვერ აკმაყოფილებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სტანდარტს - ოთარ კახიძე

13:42 03-11-2020
29

ზოგადი განათლება/ფასეულობებში ნინო ქადაგიძემ მიიღო 4 ქულა - აკმაყოფილებს მოსამართლეობის მინიმალურ სტანდარტს, მაგრამ ვერ აკმაყოფილებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სტანდარტს - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ოთარ კახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შერჩეული, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ნინო ქადაგიძის კომპეტენცია და ზოგადი განათლება, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მაღალ სტატუსს არ შეესაბამება.

„ევროპულმა საქართველომ“ ნინო ქადაგიძე შეაფასა 10-ბალიანი სისტემით სამი კრიტერიუმის საფუძველზე: კომპეტენტურობა, კეთილსინდისიერება და ზოგადი განათლება/ფასეულობები. კანდიდატი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სტანდარტს აკმაყოფილებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ზემოთ აღნიშნულ თითოეულ კრიტერიუმში დააგროვებს 7-10 ქულას. შეფასების მიხედვით, ნინო ქადაგიძის კომპეტენცია ვერ აკმაყოფილებს მოსამართლეობის მინიმალურ სტანდარტს, ვინაიდან მან მიიღო 3 ქულა. კეთილსინდისიერების კრიტერიუმის მიხედვით კანდიდატს მიენიჭა 2 ქულა - მან აქაც ვერ დააკმაყოფილა მოსამართლეობის მინიმალურ სტანდარტი. ზოგადი განათლება/ფასეულობებში ნინო ქადაგიძემ მიიღო 4 ქულა - აკმაყოფილებს მოსამართლეობის მინიმალურ სტანდარტს, მაგრამ ვერ აკმაყოფილებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სტანდარტს“, - განაცხადა ოთარ კახიძემ.

ცნობისთვის, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ნინო ქადაგიძის კანდიდატურა შეარჩია. საბჭოს მიერ შერჩეული კანდიდატი განსახილველად პარლამენტს უნდა გადაეგზავნოს.