ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია კორონავირუსის გამო საგანგებო ზომებზე გადადის

13:55 03-11-2020
24

ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია ახალი კორონავირუსის გამო საგანგებო რეჟიმზე გადადის. ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რა შეზღუდვები იმოქმედებს. თუმცა ერთ-ერთი ასეთი აკრძალვა, თამაშის გამართვას მაყურებლის გარეშე გულისხმობს.

როგორც ​Los Angeles Lakers-ის ლიდერი, ლებრონ ჯეიმსი აცხადებს, ამ ფაქტით იმედგაცრუებული იქნება, თუმცა სიტუაციის „სიმწვავის ესმის და აკრძალვებს ემხრობა“. როგორც ჩანს მან აზრი შეიცვალა, რადგან რამდენიმე დღით ადრე განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ლიგა მაყურებლებს თამაშებზე დასწრებას აუკრძალავს ის ასეთ შეხვედრებში მონაწილეობას არ მიიღებდა.