უხანში კარანტინში მყოფმა ბავშვებმა ონლაინ-მეცადინეობისგან თავის არიდების კრეატიულ ხერხს მიმართეს

14:04 03-11-2020
379

ბავშვები საოცარი ქმნილებები არიან, მათ ფანტაზიას საზღვარი არ აქვს.  უხანში, ბავშვებმა, რომლებიც კორონავირუსის გამო კარანტინში იმყოფებიან, ონლაინ- მეცადინეობისგან თავის არიდების კრეატიულ ხერხს მიმართეს. ამის შესახებ ინფორმაციას mashable ავრცელებს.

ახალი კორონავირუსის გამო, უხანში სკოლები და უნივერსიტეტები დაკეტილია. შესაბამისად, ბავშვებს სწავლა დისტანციურად, DingTalk აპლიკაციის საშუალებით უწევდათ. გაკვეთილების თავიდან ასარიდებლად კი ბავშვებმა უბრალოდ აპლიკაციის თავიდან მოშორება გადაწყვიტეს.

„მოსწავლეებმა გაარკვიეს, რომ თუკი მომხმარებლების საკმარისი რაოდენობა აპლიკაციას დაბალ შეფასებას დაუწერდა, იგი App Store-დან გაქრებოდა. მალევე, აპლიკაციამ ათი ათასობით დაბალი შეფასება დააგროვა და მისი რეიტინგი 4,9-დან 1,4-მდე დაეცა“,- ნათქვამია ჟურნალ London Review of Books-ში გამოქვეყნებულ მოხსენებაში.

მიუხედავად ბავშვების მცდელობისა, აპლიკაცია App Store-სა და Play Store-ში ჯერჯერობით კვლავ ხელმისაწვდომია.