კატალონიამ €3 მილიონი გადაიხადა იმისათვის, რომ და ვინჩის კატალონიური წარმოშობა დამტკიცდეს

14:26 03-11-2020
25

კატალონიის ხელისუფლებამ 3 მილიონი ევრო გადაუხადა სუბსიდიის სახით მედიაკომპანიებს, რომლებსაც მჭიდრო კავშირები აქვთ ორგანიზაციასთან, რომელიც თავის მხრივ ამტკიცებს, რომ შექსპირი, სერვანტესი, კოლუმბი და შექსპირი კატალონიელები იყვნენ. ინფორმაციას ამის შესახებ The Guardian-ი ავრცელებს. 

ციფრები პარლამენტში კატალონიის ვიცე-პრეზიდენტმა პერე არაგონესმა წარადგინა, რომელმაც განაცხადა, რომ 2012 წლის შემდეგ, ფული გადარიცხულია ორ მედიაკომპანიაში, რომელიც ალბერტ კორინასუს ეკუთვნის, კორინასუსი კი ახალი ისტორიის ინსიტუტის (INH ) დამფუძნებელია. 

ტელეკომპანია TV3-ის პრეზიდენტმა ნურია ლორახმა ასევე განაცხადა, რომ გადაიხადა 184 000 ევრო იმისათვის, რომ არხზე INH-ის დოკუმენტური ფილმების 6 სერია გაეშვა. 

ფილმებში აცხადებდნენ, რომ ესპანეთი მალავდა კატალონიელების როლს სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტების აღმოჩენაში. ასევე ისიც, რომ მიგელ დე სერვანტესმა თავისი „დონ კიხოტი“ კატალონიურ ენაზე დაწერა და ასევე ისიც, რომ ლეონარდო და ვინჩისაც კატალონიური წარმოშობა აქვს. 

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის რეფერენდუმის შემდეგ კატალონიამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, რის შემდეგაც ოფიციალურ მადრიდთან ურთიერტობა დაიძაბა.