ეს არის უბრალოდ მოგონილი თემა, საქართველოში პოლიტპატიმრები ჩვენ არ გვყავს,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
„ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ოპოზიციის პრობლემა. თუ შანტაჟის ენით გვესაუბრებიან, ისინი არ ესაუბრებიან მხოლოდ პარტია „ქართულ ოცნებას“, ესაუბრებიან მთლიანად საზოგადოებას, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. შესაბამისად, შეთანხმება რაზეც მოხდა, გამოქვეყნებული იქნა ამერიკის საელჩოს მიერ და იქ ყველაფერი მარტივადაა გაწერილი. ეს არის უბრალოდ მოგონილი თემა, საქართველოში პოლიტპატიმრები ჩვენ არ გვყავს“, - განაცხადა კალაძემ.