საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მოქალაქეების მისაღებსა და ხალხმრავალ თავშეყრის ადგილებში სადეზინფექციო სამუშაოები გრძელდება. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„რაც ეხება სამუშაო სივრცეს, იგი ყოველდღიურად მუშავდება სველი წესით საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული ცენტრის მიერ დასუფთავებასთან დაკავშირებით გაცემული მითითებების შესაბამისად.
პრეზიდენტის ადმინისტრაცია ატარებს ყველა ღონისძიებას, როგორც საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს, ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისად, მათ შორის განხორციელდა თანამშრომელთა ინფორმირება ვირუსის პრევენციის მიზნით პირადი ჰიგიენისა და საერთო სამუშაო სივრცის მოვლის შესახებ“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ასევე, კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით სკოლებში, ბაღებსა და უნივერსიტეტებში სასწავლო პროცესი პირველ აპირლამდე გადავადდა.
ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის 23 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება, კარანტინშია 298 ადამიანია მოთავსებული.