შპს „სვეტი დეველოპმენტის“ დამფუძნებელს და დირექტორს დაზარალებულების ინტერესების დაცვით საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პროკურატურა აქვეყნებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ შპს „სვეტი დეველოპმენტის“ მიერ დაანონსდა მასშტაბური ბინათმშენებლობის პროექტების დაწყება. დაპირების მიხედვით, უნდა აშენებულიყო მრავალსართულიანი საცხოვრებელი კომპლექსები, რაც არ შესრულდა და 2016 წლის 1 აგვისტოდან - 2018 წლის 28 თებერვლის პერიოდში, შპს „სვეტი დეველოპმენტის“ დამფუძნებლის და დირექტორის გ.ჯ.-ს და ამავე საზოგადოების დირექტორის თ.ჯ.-ს მიერ, ნდობის ბოროტად მოპოვებისა და შეცდომაში შეყვანის გზით, თაღლითურად დაუფლებულ იქნა მოქალაქეთა მიერ ბინების შესაძენად გადახდილი თანხები.
გ.ჯ. და თ.ჯ. გასამართლდნენ დანაშაულისთვის რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით. საპროცესო შეთანხმების გაფორმებას საფუძვლად დაედო მსჯავრდებულებსა და დაზარალებულის სტატუსის მქონე პირთა შორის მიღწეული შეთანხმება“,- ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამასთან, დღეს კახა კალაძემ დააანონსა, რომ სვეტის მიერ დაზარალებული ხალხისთვის მშენებლობა დღეიდან დაიწყება.