ინდონეზიაში, კუნძულ ბალიზე, აქამდე კორონავირუსის არცერთი შემთხვევა არ დადასტურებულა და ამას თავის ახსნაც აქვს. რამდენიმე დღის წინ ბალის ხელისუფლებამ ოფიციალურად განაცხადა, რომ ვირუსის გამოვლენა მათ არ შეუძლიათ.
53 წლის ბრიტანელი ქალის გარდაცვალებამ კი ყველაფერი ცხადი გახადა. აღმოჩნდა, რომ კუნძულზე ვირუსი არის, ვინაიდან მისი გარდაცვალების მიზეზად სწორედ ახალი მომაკვდინებელი ვირუსი სახელდება.
ინდონეზიის მთავრობამ განაცხადა, რომ 53 წლის ქალს, რომელსაც ჰქონდა დიაბეტი და ფილტვის დაავადება დაუდგინდა, საავადმყოფოში მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც კლინიკაში კრიტიკულ მდგომარეობაში მიიყვანეს.
„dailymail“- ის ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა, დაადასტურა, რომ ბრიტანელი მოქალაქე გარდაიცვალა და განაცხადა, რომ მის ოჯახს უსამძიმრებს.
„მისი მეუღლეც იმყოფებოდა ინდონეზიაში და სავარაუდოდ, მალე დაბრუნდება“ - განაცხადეს ქვეყნის ოფიციალურ წარმომადგენლებმა.
ახმად იურიანტო - ვირუსთან ბრძოლის მთავრობის ოფიციალური წარმომადგენელი ამბობს, რომ 53 წლის ქალს, ვირუსთან კონტაქტი, საზღვარგარეთ ჰქონდა.
ქალი უკვე კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფებოდა, როდესაც იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს. სპიკერმა არ თქვა, სად იმყოფებოდა ქალი, ან რომელ საავადმყოფოში, ან ქალაქში გარდაიცვალა.
მისი თქმით, მისი ქვეყნის საელჩომ, უკვე შეიტყო მისი გარდაცვალების შესახებ და გეგმავენ მისი ცხედრის რეპატრიაციას.
გაერთიანებული სამეფოს საგარეო უწყების წარმომადგენელმა განაცხადა: ”ჩვენ მხარს ვუჭერთ ბრიტანელი ქალბატონის ოჯახს, რომელიც გარდაიცვალა ინდონეზიაში და ადგილობრივ ხელისუფლებასთან კონტაქტში ვიმყოფებით“.
Bali Post იუწყება, რომ ქალი მკურნალობდა კუნძულ ბალის „Sanglah General Hospital“-ში.
ქალის ბრიტანელ მოქალაქთან კონტაქტის შემდეგ დაინფიცირდა. ბრიტანელი კი საკრუიზო გემ „Diamond Princess“-ზე იმყოფებოდა, სანამ იაპონიაში კარანტინში გადაიყვანდნენ.
უცნობი ბრიტანელი, იაპონიის საავადმყოფოში გასულ თვეში კორონავირუსით გარდაიცვალა.
გემის ბორტზე ასევე შეამოწმეს სამი სხვა ბრიტანელი. ორი მათგანი ჯერ კიდევ იაპონიის საავადმყოფოშია, ხოლო ერთი, დიდ ბრიტანეთში დაბრუნდა.
დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე, 382 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის ექვსი დაიღუპა.
ინდონეზიას, 26 დადასტურებული კორონავირუსის პაციენტი ჰყავს, რომელთაგან ორი ადამიანი, ცნობილია, რომ გამოჯანმრთელდა
ინდონეზიის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ მათ უჭირთ სხვა ადამიანების მოძიება, რომლებიც შესაძლოა კორონავირუსით დადასტურებულ პაციენტებთან ჰქონდათ კონტაქტი.
ცნობისთვის, კუნძულ ბალიზე ამ დრომდე იმყოფება ქართველი ექიმების დელეგაცია, რომლებიც იქ სამედიცინო კონფერენციას ესწრებიან.