სასიყვარულო სამკუთხედი - პუტინის რჩეული ქალი ქართველი სპორტსმენის საცოლე იყო

13:40 03-12-2020
1499

მსოფლიო პრესა უკვე წლებია საუბრობს ვლადიმერ პუტინისა და ალინა კაბაევას რომანის შესახებ, თუმცა ბევრმა არ იცის, რომ რუსეთის პრეზიდენტთან სასიყვარულო ურთიერთობის დაწყებამდე კაბაევა ქუთაისელების სარძლო გახლდათ.

48 წლის მილიციის კაპიტანი შალვა მუსელიანი და 34 წლის ალინა კაბაევა დღეს ალბათ, ოფიციალურ ქორწინებაში იქნებოდნენ,  მათ ცხოვრებაში ვლადიმერ პუტინი, რომ არ გამოჩენილიყო.

ვინ არის შალვა მუსელიანი და გახდა თუ არა ალინა კაბაევასთან დაშორების მიზეზი რუსეთი პირველი პირი?

ის საქართველოდან 1990 წლეების დასაწყისში წავიდა. მუსელიანების ოჯახი ქუთაისის  ერთ-ერთ უბანში, საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულზე ცხოვრობს. სახლში შალვა მუსელიანის დედა გვხვდება.

ირკვევა, რომ შალვა მუსელიანი, რომელსაც ახლობლები დათოს ეძახიან 90-იან წლებში, რუსეთში ასპირანტურაში ჩაბარების მიზნით ჩავიდა, თუმცა, ასპირანტურის ნაცვლად ადგილობრივი მილიციის განყოფილებაში მოეწყო.

მოსკოვში გაიცნო მომავალი მეუღლე ოლღა, რომელთანაც ერთადერთი ქალიშვილი - ნანა შეეძინა. რამდენიმე წლიანი თანაცხოვრების შემდეგ ოჯახი დაინგრა. ეს მას შემდეგ, რაც შალვა მუსელიანმა ალინა კაბაევა გაიცნო - მხატვრულ ტანვარჯიშში, ევროპის, მსოფლიოს და ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. თავად ოლღა, რომელიც ამჟამად მოსკოვში ქალიშვილთან ერთად ცხოვრობს, ჯერ კიდევ წლების წინ რუს ჟურნალისტს მოუყვა, რომ მეუღლესთან მისი დაშორების მიზეზი ალინა კაბაევა არ გამხდარა. თუმცა იქვე საინტერესო დეტალი გაამჟღავნა - შალვამ ალინას ძვირადღირებული მერსედესი“ აჩუქაო.

მოგვიანებით მედიამ ისიც გაარკვია, რომ მაღალი კლასის ავტომობილი კაბაევამ თავისი ფული შეიძინა და მეტი რომანტიზმისთვის საქმროს საჩუქრად გაასაღა. კაბაევების ოჯახს სურდა შალვა მუსელიანი შეძლებულ სასიძოდ წარმოეჩინა, თუმცა, როგორც ჩანს, ალინა გამოგონილ შეძლებულს ნამდვილი მილიარდეი არჩია, თანაც რუსეთის პირველი პირი. შალვა მუსელიანის დედა „პრაიმტაიმთან“ საუბარში ამბობს, რომ ამჟამად მის ვაჟს ალინა კაბაევასთან ურთიერთობა აღარ აქვს.

კი, რუსული პრესა წერდა, მაგრამ ახლა ვის მოაგონდა ეს ამბავი, ეს იყო წლების წინათ. ხომ გითხარი დამთავრდა-მეთქი. დიდი ხანია ერთად აღარ იყვნენ ისედაც“, - ამბობს მუსელიანის დედა.

თავად ალინა კაბაევას ცხოვრება ელვის სისწრაფით შეიცვალა, რაც მისი რუსეთის პრეზიდენტი მოიხიბლა. ახალგაზრდა სექსუალურ სპორსტსმენს მედალი პირადად ვლადიმერ პუტინმა დაკიდა. 

აღსანიშნავია, რომ ქართველი შალვა მუსელინის მსგავსად ალინა კაბაევათი კრასნოდარის მხარის გუბერნატორის ვაჟიც იყო დაინტერესებული. ამ ამბის გახმაურების შემდეგ გუბერნატორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. იგივე ბედი გაიზიარა შალვა მუსელიანმა, რომელიც კაბაევასთან რომანის შემდეგ ქურდულ სამყაროსთან კავშირში და ქრთამის აღებაში დააანაშაულეს.