„ნურც მათ დაუჯერებთ, ვინც აგდებით ლაპარაკობს საფრთხეზე“ - ნათია ფანჯიკიძე კორონავირუსის პანიკურ შიშზე

14:49 03-12-2020
32

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე, საზოგადოების მხრიდან, კორონავირუსის გავრცელების პანიკური შიშის შესაძლო ვარიანტებს ასახელებს და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს: 

„ძირითადად ორნაირი რეაქცია ჭარბობს, - ზედმეტი შიში, ან მისი შებრუნებული ვარიანტი, - არიდებითი ქცევა - საფრთხის სრული იგნორირება. ნურც პანიკურ შიშამდე მივალთ, რადგან პანიკა თავისთავად ამცირებს იმუნიტეტს და ფიტავს ფსიქიკურ ენერგიასაც, მაგრამ ნურც მათ დაუჯერებთ, ვინც აგდებით ლაპარაკობს საფრთხეზე.

ყველა რეკომენდაციის გათვალისწინება, რომელსაც მსოფლიოს დაავადებათა კონტროლის სპეციალისტები იძლევიან, აუცილებელია,“ - წერს ფანჯიკიძე.

ავტორი: რუსა ღვანიძე