„ღმერთის უარყოფა, ყველაზე მომაკვდინებელი ვირუსია“ - პეტრე კოლხი ზიარებაზე

17:25 03-12-2020
407

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის დეკანოზი პეტრე კოლხი, ქვეყანაში არსებულ კორონავირუსის საფრთხეს და იმ აჟიოტჟს, რაც ზიარების წესის ირგვლივ საზოგადოებაში არსებობს სოციალურ ქსელში ეხმიანება: 

„ეკლესია არ უარყობს დაავადების შემთხვევაში სამედიცინო ჩარევას, პირიქით, ნებისმიერს მოუწოდებს, გართულებამდე მიმართონ მედიკამენტებს…

რაც შეეხება ზიარებას - „საკურნებლად სულისა და ხორცისა”, მარტო ბუტაფორია არა, სინამდვილეა. ვისაც არ სწამს ქრისტეს სისხლით და ხორცით სხეულის და სულის განკურნების, ის არც უნდა ეზიაროს.

ზიარებით არავინ დააავადებულა, მაგრამ საეკლესიო საკითხებზე დაცინვით და ქილიკით, უამრავი…

აქაც სუბიექტურები ვხდებით… ზომა, წონა ვერაფერში შევინარჩუნეთ…

საღვთისმეტყველო საკითხებს ნუ ავურევთ, პირად ინტერესებს…

განსაცდელის ჟამს ღმერთი და ლოცვა თუ დავივიწყეთ, ამაზე დიდი განსაცდელი ისედაც არ არსებობს…

ეკლესია, თანაბრად გვეხმარება სულის და სხეულის გასუფთავებაში… არც ერთი ნორმალური არ ქადაგებს, რომ ჰიგიენის ნორმები არ დავიცვათ…

ტაძარში ყოფნა ნებაყოფლობითია… იძულებით წირვის მოსმენა არ ხდება…

რაც ყველაზე მთავარია, ამ საკითხებით ისინი წუხდებიან, ტაძარი მარტო გავლით რომ უნახავთ…

ისე, ღმერთის უარყოფა ყველაზე მომაკვდინებელი ვირუსია…

მე მწამს იმის, რომ ჩემი სიცოცხლე უფლის ხელშია… იმისიც მწამს, რომ ლოცვა უფრო მშველის… მცირედმორწმუნეობა კი, ერთგვარი „ვირუსია”, რომელიც იმ მცირე რწმენასაც კლავს, თუ ოდნავ, სადმე შემოგვრჩა!.. ” – წერს პეტრე კოლხი.

ავტორი: რუსა ღვანიძე