რას ამბობს ამირან გამყრელიძე 25-ე ინფიცირებულ პაციენტზე

17:39 03-12-2020
2494

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. საერთო მაჩვენებელი 25-მდე გაიზარდა.

ვინ არის ინფიცირებული უცნობია, თუმცა ცნობილი ხდება, რომ ინფიცირების წყარო კვლავ იტალიაა. წინასწარი ინფორმაციით, აღნიშნული პირი კონტაქტში იმყოფებოდა იტალიიდან ჩამოსულ ინფიცირებულთან.  

„მიმდინარეობს კვლევა, არის იტალიასთან კავშირში. ჯერჯერობით, მეტს ვერაფერს გეტყვით“, - განუცხადა „პრაიმტაიმს“ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ.