„შედეგები იქნება კატასტროფული - სრულიად ახალ რეალობაში შევდივართ“- მამუკა გამყრელიძე ეპიდემიაზე ატეხილ აჟიოტაჟს ეხმიანება

17:41 03-12-2020
44

ყოფილი დიპლომატი მამუკა გამყრელიძე კორონავირუსის ეპიდემიის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს ეხმიანება და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

„არაპოპულარული აზრი.

აჟიოტაჟი ეპიდემიის გარშემო, მგონია ხელოვნური და გაზვიადებული. ამის მიზეზი, არის მედიასა და სოცქსელებში აწეული ისტერია. IMHO საფრთხე გადამეტებულად გაზვიადებულია და ამაზე მეტყველებს სტატისტიკა, რომლის მონიტორინგით ვიწყებ ყველა დილას.

მიზანი, რის გამოც პანიკის ასეთი ესკალაცია ხდება ჩემთვის უცნობია, რადგან არ ვფლობ საკმარის ინფორმაციას.

შედეგები იქნება კატასტროფული, ოღონდაც არა სამედიცინო, არამედ ეკონომიკური თვალაზრისით.

კიდევ ერთი შედეგი იქნება, ურთიერთობების და საქმიანობის (იქ სადაც შესაძლებელია) მაქსიმალურად გადატანა on line რეჟიმში.

სრულიად ახალ რეალობაში შევდივართ. გავიმეორებ, მიზანს ვერ ვხვდები, მაგრამ რასაც ვეჭვობ დიდ ოპტიმიზმს არ მისახავს” – წერს გამყრელიძე.

ავტორი: რუსა ღვანიძე