თანამგზავრიდან ირანის ქალაქ ყუმში ფოტოები გადაიღეს, რომელზეც მასობრივი სამარხი ჩანს. გამოცემა Guardian-ი წერს, ეს არის იმის დასტური, რომ ირანში სიტუაცია გაცილებით უარესია, ვიდრე ამის შესახებ აცხადებენ.
ფოტოები პირველად New York Times-ში გამოქვეყნდა. მასზე ნაჩვენებია შიიტების წმინდა ქალაქი ყუმის ჩრდილოეთი ნაწილი, სადაც დაწყებულია სასაფლაოს ახალი ნაწილების გათხრები. გამოცემის ცნობით, თებერვლის ბოლოს ორი ახალი თხრილი დაემატა, რომელიც სიგრძეში დაახლოებით 91 მეტრია.
![]()
24 თებერვალს, ყუმელმა კანონმდებელმა ირანის ჯანდაცვის სამინისტრო დაადანაშაულა იმაში, რომ მაშინ, როდესაც ისინი მხოლოდ 12 ადამიანის გარდაცვალებას აღიარებდნენ, კორონავირუსი უკვე მთელ ქვეყანაში იყო მოდებული.
![]()
ირანის ჯანდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით 10 000-ზე მეტი ადამიანია დაინფიცირებული, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 429 არის.