კომპოზიტორი მაია კაჭკაჭიშვილი „ფეისბუქზე“ ჰიპერმაკეტში გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს შემდეგი პოსტით.
„დადგა ეს დღეც, რომ მეც ჩავვარდი სასტიკ პანიკაში. გადავედი და გადავიყვანე მთელი ოჯახი სპეცრეჟიმზე.
ეს გადავიტანე, რასაც ამ ფოტოზე ხედავთ. მოვედი, ყველაფერი დავადეზინფექციე - ფეხსაცმელები, ქურთუკები გარეთ - აივანზე. ხელებიც დავისპირტე, ჩავიკეტე და ჩავკეტე მთელი ოჯახი. როდის მე თქვენ გნახავთ... მშვიდობას და ჯანმრთელობას გისურვებთ, მეგობრებო, ამასაც გადავიტანთ“ - წერს მაია.
„პრაიმტაიმის“ შეკითხვაზე, რა მოიმარაგა და რამდენი ხნით აპირებს თვითიზოლაციაში ყოფნას, კომპოზიტორმა შემდეგი პასუხი გაგვცა.
მაია კაჭკაჭიშვილი: - პირბადე და ხელთათმანი ადრე ვიყიდე. დღეს მოვიმარაგე ელემენტარული პროდუქტი, ზეთი, მაკარონი, ბოსტნეული... სანამ კარგ რამეს არ გავიგებ, არა მგონია, გარეთ გამოვიდე.