„ჩავიტარეთ კვლევა“ – მამულიჩა მისი და ლელას შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება

17:05 03-13-2020
715

გუშინ კახა მამულაშვილმა და ლელა წურწუმიამ „ფეისბუქზე“ შავი პირბადეებიანი ფოტო გამოაქვეყნეს. წყვილს ფოტოს გამოქვეყნების ლოკაციად ფეისბუქის სტატუსში კონკრეტული კლინიკა ჰქონდა მითითებული. საიტებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ თითქოს ლელა და მამულიჩა საავადმყოფოში მოხვდნენ. ახლახან მამულიჩა „ფეისბუქლაივით“ ჩაერთო და განმარტა, რომ საავადმყოფოში არ მოხვედრილან, სახლშია და საზოგადოებას ცრუ და ნეგატიური ინფორმაციის გავრცელებისგან თავის შეკავება სთხოვა. 

კახა მამულაშვილი: - ლაივების ჩართვას არ ვარ მიჩვეული, მაგრამ ზარებისგან შევწუხდი და ჩავერთე. გთხოვთ, ნუ გაარვცელებთ ჩვენზე ამ უაზრო ინფორმაციებს. კლინიკაში ვიყავით და პროფილაქტიკის მიზნით ჩავიტარეთ კვლევა. კარგად ვართ. დამშვიდდით, პანიკას არ აყვეთ. ყველაფერი კარგად იქნება, ყველაზე მობილიზებულები აღმოვჩდით ქართველები.