„გაეროში“ კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებული გაეროში ფილიპინების მუდმივი წარმომადგენლობის წევრია.
ფილიპინების მისიის განცხადებაში წერია, რომ მათი თანამშრომელი ნიუ-იორკში „გაეროს“ შტაბ-ბინაში ყოფნის დროს დაინფიცირდა.
„გაეროში“ ფილიპინების მისიის ოფისი ამის გამო დაიხურა, ხოლო ყველა თანამშრომელი თვითიზოლაციაშია.