ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 120-ს მიაღწია. ამის შესახებ nytimes-წერს.
უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში, დაავადების მსხვერპლთა რაოდენობა 36-ით გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, ინფიცირებულია 4 209 ადამიანი.
იტალიის შემდეგ ესპანეთი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობის მიხედვით ევროპაში მეორე ადგილზეა. გუშინ ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება არ გამორიცხა.
მთავრობის საგანგებო სხდომის შემდეგ, ესპანეთის ოთხ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.