სტეფანე იმ ადამიანთა რიცხვშია, ვინც ამ ეპიდემიურ პერიოდში ექიმების მიერ გაცემულ რეკომენდაციებს ზედმიწევნით ასრულებს. როგორც სოციალურ ქსელში წერს, მუსიკოსი ახლა სახლში ზის და დროდადრო „ფეისბუქზე“ დაპოსტვით ირთობს თავს.
„სახლში ვზივარ და არ გავდივარ, მაგრამ სადეზინფექციო გელს თუ ხშირად არ ვიზილავ, ლომკა მეწყება“ - წერს სტიოპა.
„მე სპირტზე გადავედი“ - კომენტარებში პასუხობს ხატია შამუგია.
“ვნერვიულობ რომ ვღადაობ, მაგრამ რა ვქნა აბა. სახლში ვარ სულ“ - პასუხობს მღებრიშვილი.
მაიკო კაჭკაჭიშვილი: - ასე მაინც გავერთოთ, აბა, გუშინ გავაანალიზე, რომ არ გვაქვს მთლად სახუმაროდ საქმე და ისეთი ზომები მაქვს მიღებული, ვიღაცამ ჯადო თუ არ გამიკეთა - “იმენნა” კორონა შეხვდესო, არ უნდა შემხვდეს წესით.