ჩემი მომავალი პიანისტი - ბერა ივანიშვილი ბერუკას ახალ ვიდეოს აქვეყნებს

20:31 03-14-2020
162

ბერა ივანიშვილი შვილთან, ბერუკასთან ერთად გადაღებულ ვიდეოს Instagram-ზე აქვეყნებს შემდეგი წარწერით: 

„ჩემი მომავალი პიანისტი, შეხედეთ მის ხელებს“.

ბერა და ნანუკა გუდავაძე მშობლები 29 ნოემბერს გახდნენ. წყვილმა შვილს ბერუკა დაარქვა, მათი სახელების შეერთებით მიიღეს. 

ბერ-ა  ნან-უკა =ბერუკა

შეგახსენებთ, მათ  ჯვარი 2018 წლის 11 ნოემბერს დაიწერეს. ჯვრისწერის ცერემონია სვეტიცხოველში გაიმართა.