რატომ ჩაწერა წინმსწრებად გადაცემები ბალიდან დაბრუნებულმა მაია ასათიანმა?

16:50 03-23-2020
704

მაშინ, როდესაც თითქმის ყველა ჩვენგანი თვითიზოლაციაშია ან დისტანციური მუშაობის რეჟიმზე ვართ გადასული, მაია ასათიანმა პროფილის რამდენიმე გადაცემა წინმსწრებად ჩაწერა. როგორც ტელესახე პრაიმტაიმთან ამბობს, ერთდროულად რამდენიმე გადაცემის ჩაწერამ  გადაბმულად ერთი დღე-ღამე წაიღო. ცოტა ხნის წინ მაია კუნძული ბალიდან დაბრუნდა. ტელეწამყვანმა თებერვლის შუა რიცხვებში სოციალური ქსელის მეშვეობით ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ამბობდა, რომ შვილის გარდაცვალების დღე ახლოვდებოდა და სურდა, რომ ამ დღეს სადღაც ძალიან შორს ყოფილიყო. თქვა ისიც, რომ 16 საათის საფრენ გზაზე მიდიოდა... ბოლო ორ კვირაზე მეტია, რაც უცხოეთიდან დაბრუნებული ყველა ადამიანი თვითიზოლაციას გადის. პრაიმტაიმი დაინტერესდა, გაატარა თუ არა ბალიდან დაბრუნებულმა მაია ასათიანმა 14 დღე თვითიზოლაციაში. კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევები ამ კუნძულზეც არსებობს. 

მაია ასათიანი: - უკვე ლამის თვეა, რაც ჩამოვედი. საქართველოში 29 თებერვალს დავბრუნდი. ბალიზე ისე წავედი და დავბრუნდი, რომ კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა დაფიქსირებული. რომ ჩამოვედი, ერთი კვირის შემდეგ აღმოჩნდა ბალიზე პირველი დაინფიცირებული. ამდენად მე თვითიზოლაცია არ შემხებია. გადაცემები წინმსწრებად ჩავწერეთ. ერთი კვირა დღე და ღამე ვიმუშავეთ, რომ ასეთ ვითარებაში გადაცემა ეთერში უწყვეტად გასულიყო. 

მაიამ სოცილური ქსელით ახლობლებს ბალიდან თავისი შთაბეჭდილებები გაუზიარა, მათ შორის ის ამასაც წერდა.

აქ მარ­ტო რომ ვარ წა­მო­სუ­ლი, ამას თა­ვი­სი მი­ზე­ზე­ბი აქვს. თე­ბერ­ვლის ბო­ლოს ჩემი შვი­ლის წლის­თა­ვია, ამი­ტომ მარ­ტო მივ­დი­ვარ ხოლ­მე ქვეყ­ნი­დან, რომ ჩემს თავ­თან დავ­რჩე და ვე­ლა­პა­რა­კო. ყო­ველ წელს ვზრდი მან­ძილს – თა­ვი­დან ძა­ლი­ან მი­ჭირ­და ფი­ზი­კუ­რად, ახლა კარ­გად ვარ და შე­მიძ­ლია შორ გზა­ზე მგზავ­რო­ბა - წერდა მაია ინსტაგრამზე.

ავტორი: თამარ გონგაძე