„დარჩი სახლში, რომ“ - კლიპი მომღერლების სახლებიდან

10:55 03-31-2020
2432

ამ კლიპის იდეა გიო ხუციშვილის მეუღლეს, მუსიკოს მაია ჯორჯაძეს ეკუთვნის. ლილიკო ნემსაძის სიმღერას „მუხამბაზი“, რომელზეც გიო ძალიან იყო შეყვარებული, მაიამ ახალი სული შთაბერა და სიტუაციის ფარგლებში, მომღერლებს სახლებში ვიდეოების გადაღება თხოვა.

„მუხამბაზს“ ასრულებენ - ზუკა ხუციშვილი, „შვიდკაცა“, მერაბ სეფაშვილი, ლელა წურწუმია, ნატო გელაშვილი შვილებთან ერთად, ლილიკო ნემსაძე, დათო გომართელი, მედეა და მირანდა მირიანაშვილები.

მაია ჯორჯაძე: - ვისთანაც სიმღერაზე ვიდეოს გადაღების თხოვნით დავრეკე, უსიტყვოდ ყველამ, ხუთ წუთში, დადმომიგზავნა ჩაწერილი ვიდეო. მერე მე მათი ნამღერი ფრაზები ავარჩიე და დათო კახიანმა ერთ ღამეში ააწყო ვიდეორგოლი. ასე ერთ დღეში შეიქმნა კლიპი.

ეს სიმღერა ლილიკოსია და გიოს ძალიან უყვარდა. სხვათა შორის, ასე საჯაროდ პირველად მღერის ლილიკო. მაშინ გიომ თეატრალურის კვარტეტთან ერთად ჩაწერა ეს სიმღერა და მადლობა მათ. კლიპისთვის ოთხივეს ვერ შევკრებდი. „შვიდკაცას“ მერიის ფეისბუქკონცერტი ჰქონდა და დავრეკე და მაშინვე ვთხოვე ბიჭებს, დაშლამდე მიმღერეთ-მეთქი. ბევრ მომღერალს მინდოდა ემღერა, მაგრამ ყველას ვერ შევკრებდი ასეთ დროს. ყველამ თავისებურად, სახლურად იმღერა...

თეა დარჩიას რომ დავურეკე, კი მითხრა, ამ წუთას ხალათში ვზივარო, მაგრამ ორ წუთში როგორ ფორმაში მოვიდა და 15 წუთში რა ვიდეო გადმომიგზავნა, კლიპის ბოლოს ჩანს. 

გიო ისედაც მოუსვენარი იყო და მსგავს სიტუაციაში რომ ჩავარდნილიყო, ისიც ასე გაგიჟდებოდა, მსგავს რამეს მოიმოქმედებდა. ამიტომ დავწერე ფეისბუქზე - ისევ გიომ გაგვაკეთებინა ეს კლიპი ყველას-მეთქი. 



ავტორი: თამარ გონგაძე