ნათელმხილველი ლელა კაკულია სოციალურ ქსელში აცხადებს, რომ უფალი გამოეცხადა და ქართველ ხალხთან დანაბარები გადასცა:
„დღეს ხილვა მქონდა, დავინახე როგორ დაეშვა უფალი საქართველოს მიწაზე, თავისი კალთა გადააფარა და მდუმარებით უყურებდა ყოველივეს. მეუბნებოდა, საქართველო ისეთი ძლიერი ქვეყანაა, არ მიკვირს ამდენ გასაჭირს რომ გაუძლოოო. სიამოვნებით დადიოდა ქართულ მიწაზე და კმაყოფილი სახით ათვალიერებდა ჩვენს ქვეყანას. მერე შემომიბრუნდა და მითხრა:
რასაც ახლა გეტყვი ყველაფერი ქართველ ხალხს სიტყვასიტყვით გადაეციო: საქართველო დაცულია ყოველგვარი ბოროტებისგან, მას ვერანაირი ვირუსი ვერ დაამარცხებს. არ მისცე უფლება ჩავარდნენ სასოწარკვეთილებაში, ქართველი ხალხი განსაკუთრებულია, ის სხვებს არ ჰგავს. მას ყოველთვის მე ვიცავ და რაც არ უნდა გაუჭირდეს, ყოველთვის შევეწევი,“ - წერს კაკულია.
შეგახსენებთ, ნათელმხილველ ლელა კაკულიას 25 წლის წინ დაწერილ წინასწარმეტყველებას:
„1995 წელი, 9 მარტი, დღის 2 საათი.
ვხედავ ამხედრებულ მეომრებს კავკასიონის გაყოლებაზე. ეს განსაკუთრებით სვანეთის აფხაზეთია. რკინის აბჯრები აცვიათ, ფარები აქვთ აფარებული და ხმლებს ურტყამენ. ეს წინასაომარი სიმღერაა. ეს უკვე არ არის ხუმრობა, ვხედავ.
თითქოს გაიღვიძა სულმა მეფე გიორგისა, მეფე თამარისა, მეფე ვახტანგ გორგასალისა. ეს უკვე კოსმიური ბრძოლებია, უკვე დადებითი ენერგიები იკვრება საქართველოს თავზე.
საზღვრები უნდა შეიკრას!
საქართველო უნდა ჩაიკეტოს!
იმიტომ, რომ ძალიან მალე მსოფლიოს დიდი ნაწილი მოხვდება ცეცხლოვან ბურთში.
მუსლიმთა დაპირისპირება!!! გაიგეთ! გაიგეთ! გაიგეთ! მაგრამ ყველანი დაყრუვდით, ყველანი დაბრმავდით, ესე იგი, რაც გაწერიათ, ვერ გაექცევით, იმიტომ, რომ ყურს არ მიგდებთ დღეს.
* * *
სხვა ძალები მოდიან „გიორგი ბრწყინვალე“. იწყება ახალი პერიოდი.
რუსები ისევ საქართველოს წინააღმდეგ მოიმართებიან – ისევ ბინძური გეგმები აქვთ, მაგრამ დიდი კატასტროფა ელით, ვხედავ.
ის გეგმები, რაც პრეზიდენტს აქვს დაწყობილი, არ გამართლდება. ეს დიდი კრახია საქართველოსთვის, მაგრამ ნურას უკაცრავად! ოთხი წელია, ვყვირი: ომით გავალთ, ომით! და ასეც მოხდება.
ჩემს ხედვებს და წინასწარმეტყველებებს არ აფასებენ ჩემს სამშობლოში, ერთმაც კი არ ამოიღო ხმა ამ ფენომენზე, პირიქით, რაღაც სისულელეებს მპასუხობენ. პოლიტიკოსები თითქოს არ მეთანხმებიან და როცა სრულდება წინასწარმეტყველება, ვითომც აქ არაფერიო.
ვიღაც შავ ძალებს აძლევენ გზებს, უსმენენ ვიღაცის ცრუ ნათქვამებს სიამოვნებით, ჭეშმარიტებაზე კი თვალებს ხუჭავენ. მოვა დრო, როცა ჰაერივით დასჭირდებათ ჩემი წინასწარმეტყველება და აი მაშინ ერთ სიტყვასაც არ ვიტყვი. გენიოსები ხომ არიან და თვითონ გადაწყვიტონ პრობლემები.
საქართველოს, ამერიკისა და გერმანიის ურთიერთობები რუსეთს არ გამორჩება და დიდად განაწყენდებიან. მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს საქართველოსთვის. რუსებს ყოველთვის მზაკვრული გეგმები ჰქონდათ საქართველოს მიმართ, გინდ კარგად იყავი მათთან და გინდ ცუდად.
კავკასიონი კი ვხედავ, იწვის, იწვის ჩეჩენ-ინგუშეთი, ოსეთი, დაღესტანი და კიდევ სხვები. რუსები, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ვერ მოზომავენ. თითქოს ვითომ ომს აქრობენ კავკასიონზე, ღმერთი კი პირიქით აუსრულებს.
ერთი პერიოდი რუსეთი დიდ შეცდომებს დაუშვებს აფხაზეთის საკითხებში – გამოუწორებელ შეცდომებს. ზუსტად აქ წააგებენ. მოკლედ, ისე აირევიან, რომ მამა შვილს ვერ იცნობს”- წერს ნათელმხილველი.