შეიძლება თუ არა ახალი კორონავირუსით დაინფიცირება სექსის დროს, თუნდაც პარტნიორს სიმპტომები არ ჰქონდეს გამოვლენილი? ალბათ ბევრი ადამიანი დაფიქრებულა ამაზე, თუმცა კითხვა ერიდებოდა.
იმისათვის, რომ მითოლოგია და ფაქტები ერთმანეთისგან განვასხვავოთ, BBC-მ კითხვები დაუსვა ლონდონის სასწრაფო დახმარების სამსახურის ექიმს, ალექს ჯორჯს და ჯანდაცვის სფეროზე მომუშავე ჟურნალისტს, ალიქს ფოქსს.
ჯორჯი: თუ თქვენ გაქვთ სექსუალური კონტაქტი ადამიანთან, რომელთანაც ისედაც ცხოვრობთ და გაქვთ საცხოვრებელი საერთო ფართი, არაფერი შეიცვლება, თუმცა თუ ერთ-ერთ მათგანს გამოუვლინდა კორონავირუსის სიმპტომები, მან უნდა დაიცვას დისტანცია და გადავიდეს თვითიზოლაციაზე - ცხოვრობთ ერთად თუ არა. იდეალურ ვარიანტში, ყველა ადამიანებისთვის უმჯობესია ერთმანეთისგან 2 მეტრის დაშორებით იყვნენ, მაგრამ პრაქტიკული თვალსაზრისით ეს შეუძლებელია.
ფოქსი: მნიშვნელოვანია გაიაზროთ, რომ მიუხედავად იმისა, ვლინდება თუ არა აშკარა სიმპტომი, არავინ იცის უვითარდება თქვენს პარტნიორს უკვე ახალი კორონავირუსი, თუ არა.
და ახალ პარტნიორთან სექსი?
ჯორჯი: არავის ვურჩევდი ახალი ურთიერთობების წამოწყებას პანდემიის პირობებში.
ფოქსი: არ დაგავიწყდეთ, რომ ადამიანები შეიძლება იყვნენ ინფექციის მატარებლები და მათ არ უვლინდებოდეთ სიმპტომი. ამიტომ თუნდაც თავს ნორმალურად გრძნობდეთ, შეიძლება დააინფიციროთ სხვა ადამიანი კოცნით ან სხვა შეხებით, იმ მეორე ადამიანზე კი ვირუსი მწვავედ გამოვლინდეს.
მე ვაკოცე ჩემს ახალ პარტნიორს, რომელსაც შემდეგ გამოუვლინდა კორონავირუსის სიმპტომები. რა ვქნა?
ჯორჯი: თუ ვინმეს აკოცეთ, ან გქონდათ ახლო ფიზიკური კავშირი იმასთან, ვისაც მოგვიანებით სიმპტომები გამოუვლინდა, აუცილებლად გადადით თვითიზოლაციაზე. ყურადღება მიაქციეთ თქვენს სიმპტომებს. თუ ის გამოვლინდება, დარეკეთ ცხელ ხაზზე.
ფოქსი: პასუხისმგებლობით უნდა მოვექცეთ როგორც საკუთარ ჯანმრთელობას, ასევე ჩვენი პარტნიორის. თუ თქვენ გამოგივლინდათ სიმპტომები და მანამდე ვინმესთან სექსი გქონდათ, აუცილებლად უნდა უთხრათ ამ ადამიანს, რომ სავარაუდოდ დაინფიციერებული გახდით.
მე და ჩემს პარტნიორს პრეზერვატივი არ გამოგვიყენებია. საჭიროა მისი გამოყენება დავიწყოთ?
ფოქსი: უპირველეს ყოვლისა მნიშვნელოვანია, რატომ არ იყენებდით კონტრაცეპციულ საშუალებას მანამდე. თუ არ იყენებდით იმიტომ, რომ ორივე შემოწმდით ვენერიულ დაავადებებზე ან თქვენი პარტნიორი სვამს აბებს, მაშინ ყველაფერი რიგზეა და დარჩეს ყველაფერი ისე როგორც არის.
მაგრამ თუ არ იყენებდით პრეზერვატივს და მხოლოდ შეწყვეტილი სქესობრივი აქტის იმედი გქონდათ, თქვენ ორმაგად რისკავთ და საჭიროა, რომ დაიწყოთ დამცავი საშუალების გამოყენება.
შეიძლება გადამედოს კორონავირუსი თუ არ შევეხები პარტნიორის სასქესო ორგანოს?
ჯორჯ: თუ შეეხებით ერთმანეთის სასქესო ორგანოებს, სავარაუდოდ ამავდროულად აკოცებთ კიდეც და ეს როგორც ვიცით, ახალი კორონავირუსის გადაცემის გზაა.
თეორიულად, ნებისმიერი ფორმით შეხება, რის შემდეგაც ბაქტერიები თქვენს სახეზე მოხვდება, არის რისკის შემცველი.
როგორ შევინარჩუნო ურთერთობა კარანტინის დროს? არ მინდა მარტო ყოფნა
ფოქსი: დღევანდელი სიტუაციის შემდეგ, ბევრმა თავის სექსუალურ ცხოვრებას განსხვავებული თვალით შეხედა. ვიცი, რომ წყვილებმა უფრო ხშირად დაიწყეს ერთმანეთისთვის ინტიმური ხასიათის შეტყობინებების გაგზავნა, მაშინ როდესაც წყვილს იზოლაციაში ყოფნა უწევს. თუ ამ საკითხს შემოქმედებითად შევხედავთ, არსებობს უამრავი გზა მივიღოთ ერთმანეთისგან სიამოვნება და ამავდროულად ვიყოთ დისტანციაზე.
გარდა ამისა, ასეთ დროს ბევრი პარტნიორი მიხვდება, რომ სხვადასხვა ლიბიდო აქვთ. მაგალითად, თუ ვინმეს ადრე ხვდებოდით კვირაში ერთხელ და უცებ აღმოჩნდით ერთად კარანტინში, შეიძლება აღმოჩნდეს, რომ თქვენ უფრო ხშირად გინდებათ სექსი, ვიდრე მას, ან პირიქით. მნიშვნელოვანია ამ დროს ერთმანეთს გულწრფელად დაელაპარაკოთ.
თუ იზოლაციაში მყოფი წყვილი მანამდეც ერთად ცხოვრობდა, ეს ავტომატურად არ ნიშნავს იმას, რომ სექსი ნებისმიერ წუთს გქონდეთ ან აიძულოთ თქვენი პარტნიორი იმ აქტისკენ, რომლის განხორციელებას მას არ სურს.
იზრდება თუ არა კორონავირუსით დაინფიცირების რისკი, თუ მე აივ-დადებითი ვარ?
ფოქსი: შიდსთან ბრძოლის ფონდის ხელმძღვანელმა მაიკლ ბრეიდიმ ამაზე ბრწყინვალე პასუხი გასცა.
თუ უკვე იღებთ პრეპარატებს, რომელიც დაკავშირებულია აივ-ინფექციასთან და CD4-ლიმფოცინტების კარგი ანალიზი გაქვთ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ თქვენი იმუნური სისტემა შესუსტებულია და შესაბამისად ნაკლებად ხდებით კოვიდ-19-ით დაინფიცირების რისკის ქვეშ.