მომღერალი ნინა სუბლატი ფეისბუქზე ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას მისამართით სახუმარო პოსტს აქვეყნებს.
როგორ მინდა პირდაპირ ეთერამდე რამდენიმე წუთით ადრე მივვარდე ხოლმე ეზუგბაიას, გავუკეთო ორივე თვალზე ერთნაირი ლაინერი და მოვდუნდე საბოლოოდ... რა საქციელია ეს ქალბატონო - წერს ნინა სოციალურ ქსელში.
კომენტარებში სუბლატს გამოუდგნენ - მარინა ეზუგბაიასთან მიმართებაში ლაინერების სიზუსტეა პრიორიტეტულიო?
ნინამ შემოტევა მოიგერია: ხალხო, მოდით, ან გაიგეთ უწყინარი ხუმრობა, ან ჩასქროლეთ, რა. ჩემი ოჯახის წევრს მაინც არ ჰქონდეს კორონა. რამენაირად თქვენზე მეტი სადარდებელი მაქვს.
მომღერალი პრესასთან ურთიერთობისგან, ჯერჯერობით, თავს იკავებს.
ნინა ორსულადაა და ამ ლამაზი ფაქტის ამსახველი ფოტო, სოციალურ ქსელში, თავად ატვირთა.