"აქ სიკვდილს უყურებენ თვალებში, მანდ კი უნამუსობაა წუწუნი იმაზე, რომ გვერდით ვერ უჯდებიან ქმარს მანქანაში" - ემიგრანტი ნიუ-იორკიდან

20:22 04-02-2020
23499

ნიუ-იორკში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი, შორენა გოგოლაძე ფეისბუქზე ამერიკულ მძიმე სიტუციაზე ჰყვება. ემიგრანტი შედარებას აკეთებს ქართულ დღევანდელობასთან და ყველას, ვინც უაზროდ წუწუნებს, მანქანაში სამი როგორ ჩავჯდეთო, საყვედურობს.

ორ კვირაზე მეტია ჩემ ქუჩაზე მხოლოდ სასწრაფოს ხმა ისმის, თავიდან არ ვაქცევდი ყურადღებას, შემდეგ, როცა ძალიან შემაწუხებელი გახდა, ყურსასმენები გავიკეთე და რა დრომდეც შესაძლებელია ვუსმენ მუსიკას. იმიტომ რომ ახლა სასწრაფო დახმარების მანქანის ხმას სხვა დატვირთვა აქვს, გაცილებით მძიმე. ძალიან ბევრი ადამიანი ვერ გადის ნიუ იორკიდან, ზოგი ფინანსური პრობლემის, ზოგი სამსახურის და ა.შ. მათ შორის ვარ მეც. მყავს მოხუცი, რომელსაც სამი წელია ვუვლი და რამდენჯერმე გამოვგლიჯე სიკვდილს ხელიდან. რომელსაც ჩემ გარდა არ ჰყავს არავინ, არც შვილი, არც დედმამისშვილი, არც ახლო ნათესავი. (ჰყავს მხოლოდ მეორვე ქალი ისიც მარტოხელა). რომელიც იმდენად მიყვარს, რომ ორმაგ ხელფასზე სამჯერ ვთქვი უარი რომელიც მხოლოდ ორი დღე დავოტოვე და ისეთ დღეში დამახვედრეს 6 თვე ჰოსპიტალში თავთან ვეჯექი  - წერს შორენა.

ჟურნალისტი წერს, თუ რამდენი ქართველი ზის უმუშევარი  მცირეწლოვანი შვილებით...

შორენა გოგოლაძე: - იმ დღეს მეგობარმა მითხრა მაღაზიაში სირბილით წავედი, ბავშვები დედამთილს დავუტოვეო. დედამთილი საქართველოშია. ჩართული ვიდეოთვალით დაუტოვა 7 წლის და 1 წლის შვილები.

სიკვდილს უყურებს ხალხი თვალებში, რადგან რაც არ უნდა დაგემართოს, უნდა იჯდე სახლში. თუ იხრჩობ,ი მხოლოდ მაშინ უნდა დარეკო 911 ზე. ხოდა, ძალიან უნამუსობაა წუწუნი იმაზე, რომ ქმრებს მანქანაში გვერდით ვერ უჯდებით. ის, რომ ოჯახში ოთხი ხართ და მანქანაში სამი ადამიანი უნდა ჩაჯდეს. გეუბნებიან, ერთი გადით სახლიდან, ისიც აუცილებლობის შემთხვევაშიო და ზოგმა ოთხი ვართ და რანაირად გავნაწილდეოთო! სირცხვილია. მართლა.

ავტორი: თამარ გონგაძე