მოსახლეობის დიდი ნაწილი, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, დისტანციურად მუშაობს და დროს სახლში ატარებს, ამას კი თან სდევს მომატებული კილოგრამები.
ფიტნეს-ინსტრუქტორი გიორგი ველთაური სასარგებლო რეკომენდაციებს მოგცემთ.
- ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრება ყოველდღიურობის ნაწილი უნდა იყოს ყველასთვის, ეს მყარი იმუნური სისტემის გარანტია და ვირუსების დროს, ადამიანი მას მომზადებული ხვდება.
რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ზოგადი და მნიშვნელოვანი რჩევების დაცვით შეგვიძლია გავაძლიეროთ ჩვენი ორგანიზმი, გარდა იმ რეკომენდაციებისა, რასაც ყოველდღიურად ვისმენთ და აუცილებელია.
ფიტნესინსტრუქტორის თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ ადამიანთა უმრავლესობა თვითიზოლაციაშია ან ცდილობს მეტი დრო სახლში გაატაროს ან იმუშაოს სახლიდან, ახლა უფრო მარტივად შეუძლია დაიცვას ჯანსაღი კვების წესები.
დილით გაღვიძებისთანავე ერთი ჭიქა წყლის მიღებით გააღვიძოს ორგანიზმი, 10 საათამდე მიიღოს მსუბუქი საკვები გერკულესი ან სხვა მარცვლეული.
პირველ საათამდე მიიღოს სხვადასხვა სახეობის ხილი (ამ პერიოდში ჩირიც შეიძლება მრავალფეროვნებისთვის) მცირე წასახემსებელი თხილეულის სახით.
ორი-სამი საათიდან ბოსტნეულით გაჯერებული საკვები მოთუშულ, ან სხვა მდგომარეობაში, (ძალიან კარგია: ბულგარული, ბროკოლი, ხახვი, ნიორი, კომბოსტო), საღამოს რეკომენდირებულია ცილის და ცხიმის შემცველი საკვები, ხორცი, თევზი, რძის პროდუქტები.
რა თქმა უნდა, სხვადასხვა კომბიაცია მისაღებია, სასურველია, რაციონიდან ამოვიღოთ ცომეული, მაგრად შემწვარი და საკონდიტრო ნაწარმი, რადგან ასეთ საკვებს ნეგატიური ზემოქმედების უნარი აქვთ ჩვენს ორგანიზმზზე.
რაც შეეხება ვარჯიშს, ველთაური გირჩევთ:
რადგან ეს ვირუსი ყველაზე მეტად ჩვენს რესპირატორულ სისტემაზე მოქმედებს, აუცილებელია სწორი სუნთქვის დაცვით რამდენიმე სახლში შესასრულებელი ვარჯიში.