"ტეკილა არ მაქვს, თორემ დეზინფექციისთვის დავლევდი" - 87 წლის ლეო ანთაძე გადაღებას ელოდება

18:16 04-03-2020
297

87 წლის მსახიობი, ლეო ანთაძე სახლში ყოფნის პერიოდს ნაყოფიერად იყენებს. მსახიობი ვარჯიშობს და კითხულობს. როგორც პრაიტაიმთან ამბობს, ძირითადად, სალათებით იკვებება. სახლიდან მხოლოდ პროდუქტების საყიდლად გადის. 

ლეო ანთაძე: - არავის ვეკარები. ტეკილა არ მაქვს, თორემ დეზინფექციისთვის დავლევდი. ან კარგ კონიაკს.

- სახლში რას აკეთებთ?

- წიგნებს ვკითხულობ, ძირითადად. სამხრეთ ამერიკელი მწერლების კრებული მაქვს ახლა დაწყებული. მარკესიც შედის. მომწონს...

- დღეს ჩცდ - კარანტინში იწყება. ხომ არ მონაწილეობთ?

- შეიძლება მეც გადამიღონ, ჯერ არ შემხმიანებიან. თუ დამიძახებენ, წავალ. არ შევშინდები. ხელოვნება მსხვერპლს მოითხოვს. 

ავტორი: თამარ გონგაძე