„ხალხი იხოცება, მსოფლიო დგას და თეა დარჩიას ცეკვის განხილვა მიდის! - ნატო დუმბაძე

19:31 04-03-2020
226

მოცეკვავე თეა დარჩიამ თბილისის ცარიელ ქუჩებში ვიდეორგოლი გადაიღო. მან ცეკვა პატრიარქს მიუძღვნა. თამარ მეფის ფრესკისმაგვარი იერით თეა თავისუფლების ხიდზე, ძველი თბილისის ქუჩებსა და ქაშვეთის ტაძრის წინ ცეკვავს. ვიდეორგოლის ავტორი იულია დავიდენკოა. 

მოცეკვავემ კლიპი ორი კვირის წინ გადაიღო. როგორც ამბობს, დაცარიელებულ ქალაქში თავისი ემოცია და განცდა დააფიქსირა. „მინდოდა ცეკვით გადმომეცა ტკივილი. და მინდოდა თბილისი პირველი ქალაქი ყოფილიყო, რომელიც სამყაროს წინაშე არტის სახით დააფიქსირებდა სიცარიელით გამოწვეულ ტკივილს“ - ამბობს მოცეკვავე. 

ვიდეორგოლი გააკრიტიკეს, პატრიარქისთვის რომ არ მიეძღვნა, რა იქნებოდა? ასე ხომ არ გააკრიტიკებდნენ?! თეამ „სხვა ნანუკას“ ეთერში თქვა: - „ამდენი ხალხი თუ იეჭვიანებდა პატრიარქზე არ მეგონა. ძალიანაც კარგი. მე მინდოდა მისადმი ჩემი სიყვარულის დაფიქსირება. ის ჩემი ორი შვილის ნათლიაა, ჩემი ოჯახის წევრია. ეს ტკივილი კი მისთვის მინდოდა გამეზიარებინა...“ 

სულ ახლახან „ფეისბუქზე“  თეას დასაცაი პოსტი დაწერა პროდიუსერმა ნატო დუმბაძემ.

ნატო დუმბაძე: - აი, არ ვაპირებდი კომენტარის დაწერას, თუმცა ვერ მოვითმენე! კორონა მძვინვარებს, ხალხი იხოცება, მსოფლიო დგას და თეა დარჩიას ცეკვის გარჩევა მიდის! კბილი ყველას ერთნაირად გტკივათ? ან თავი? ან სიყვარული ყველას ერთნაირად შეუძლია? რა დაგემართათ! ცარიელ ქალაქში ცეკვავს უნიჭიერესი მოცეკვავე, რომელიც გადმოგვცემს იმ დრამას, რაც დღეს ჩვენ თავს ხდება! ასე რამ დაგგესლათ ამ გაჭირვების ჟამს? თუმცა ვერც გაიგებთ, ალბათ, მანამდე ხომ სულ მცირე სხეულის და სულის ენა უნდა იცოდეთ და არა მარტო გესლის. თეა, უკრეატიულესი ხარ! ბრავა! დარწმუნებული ვარ, უწმინდესს და უნეტარესს ძალიან მოეწონებოდა...

ავტორი: თამარ გონგაძე