VIDEO: მამამ შვილი ავტომობილის ქვეშ მოყოლას გადაარჩინა

09:58 04-06-2020
186

მამამ შვილი ავტომობილის ქვეშ მოყოლას გადაარჩინა. შემთხვევა ჩინეთის ქალაქ ცზინჰუაში ​ მოხდა.

მამა მცირეწლოვან შვილთან ერთად ქვეითთა გადასასვლელზე გადადიოდა. ერთ-ერთმა ავტომობილმა გადასასვლელის წინ სიჩქარე არ შეამცირა.

გარე სათვალთვალო კამერის მიერ გადაღებული კადრები YouTube-ზე გამოქვეყნდა.