The Sun-ის ინფორმაციით, „მანჩესტერ სიტისა“ და ინგლისის ნაკრების მცველმა კაილი უოკერმა გასულ კვირას, კარანტინში საღამო ორ მეძავთან ერთად გაატარა.
ფეხბურთელმა მეგობართან ერთად კარანტინი იჯარით აღებულ სახლში მოაწყო, რაც 8000 ფუნტი დაუჯდა.
4 აპრილს, უოკერმა საზოგადოებას სახლში დარჩენისკენ მოუწოდა. თუმცა თავისივე მოწოდების პარალელურად, ახალგაზრდა მამაკაცებმა 2200 ფუნტი გოგონებს გადაუხადეს, რომლებიც 23:00 საათზე მივიდნენ და დაახლოებით, 02:00 საათზე დატოვეს სახლი.
უოკერმა შემთხვევის გამო ბოდიში მოიხადა.კლუბმა იმედგაცრუების წერილი გაავრცელა. მოსალოდნელია, რომ მცველს დიდი ჯარიმა დაეკისრება.