ჩემი ცოლის დაქალების ლამარას როლის შემსრულებელი მსახიობი მარინა დარასელია სერიალის სპეციალური სერიების გადასაღებად ზუგდიდიდან ჩამოიყვანეს. როგორც ზუგდიდის თეატრის მსახიობი პრაიმტაიმთან აცხადებს, ის ფორმულა კრეატივმა ტაქსით ჩამოიყვანა. ლამარას და გრიშა კაკაჩიას ნოველა პარასკევს გავა ეთერში.
მარინა დარასელია: - პირველ დღეს, გადაღების წინ, თითქოს ერთი მომენტი დავითრგუნე, შიში მქონდა... მაგრამ მერე როლში შევედი და გაქრა ეს შიში. თან რომ დავინახე, როგორ უკეთებენ დეზინფექციას გადასაღებ მოედანს, დავმშვიდდი. დათო კვირცხალია - გრიშა მაშაყირებდა, შორს დადექიო. ვერ ჩავეხუტე და ვერ მოვეფერე მსახიობებს.
ძალიან შეზღუდული რაოდენობით ვიყავით გადასაღებ მოედანზე. გრიმიორი არ გვყავდა. ტექნიკურ რეჟისორს ჰქონდა შეთავსებული ეს ფუნქცია. შენიღბულია ყველა, მანქანა გვემსახურება. მე ტაქსით ჩამომიყვანეს ზუგდიდიდან. ჩვენი სერია პარასკევს გავა. სასაცილო და საინტერესოა, როგორ არიან კარანტინში ლამარა და გრიშა.
- თავს როგორ იცავთ ხოლმე?
- მაქსიმალურად ვცდილობ პირბადით და ხელთათმანით ვიმოძრაო. პირბადე ახლობელმა შემიკერა, მრავალჯერადია, ირეცხება და უთოვდება. სამედიცინო სპირტი რომ დეფიციტშია, ოჯახის 65 პროცენტიან არაყს ვაზავებთ წყალში და სადეზინფექციოდ იმას ვხმარობთ. მშვიდობა მოგვცეს უფალმა და მალე ჩვეულ რიტმში დაბრუნება.