შსს-ს ყოფილმა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა სასჯელაღსრულების დაწესებულება 20 თებერვალს დატოვა. იგი ციხეში 6 წელი და 9 თვე იმყოფებოდა.
ვანო მერაბიშვილის ოჯახი ყურადღების ცენტრში ჯერ კიდევ მისი მინისტრობის პერიოდში მოექცა.
სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე სერიოზულ სკანდალში გაეხვა მისი მეუღლე თაკო სალაყაია. ერთ-ერთი, სწორედ სანდრო გირგვლიანის მკვლელობა აღმოჩნდა, რამაც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნა მნიშვნელოვნად შეარყია.
ყოფილ მაღალჩინოსანს ჰყავს და, მარინა მერაბიშვილი, რომელსაც საზოგადოება თითქმის არ იცნობს, თუმცა, აქტიურია სოციალურ ქსელში. ყოფილი მაღალჩინოსნის და „ქართული ოცნების“ მისამართით კრიტიკას არ იშურებს.
ასევე ხშირად აქვეყნებს ძმის და მშობლების ფოტოებს, ბავშვობის ფოტოებსაც, სადაც და-ძმა ერთად პოზირებენ.
მარინა ფიზიკურად ძმას ძალიან ჰგავს.