ნუ ხართ უტვინო ბოროტები, სიბოროტეა კარანტინის დროს პარპაში - ლიკა ქორქიას მიმართვა

18:02 04-06-2020
311

მოდელი ლიკა ქორქია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და იმ ადამიანებს მიმართავს, ვინც პანდემიის დროს გაცემულ რეკომენდაციებს არ ითვალისწინებს.

„გაუნათლებლობა, უპასუხისმგებლობა, სირცხვილი, განუვითარებლობა და სიბოროტეა კარანტინის დროს პარპაში.

გავიგეთ რომ არ გაქვთ იმდენი თვითშეგნება რომ ჩაუღრმავდეთ პრობლემას და გაითავისოთ.

ისიც გავიგეთ რომ რიგი ადამინებისა, ვერ მიხვდა საფრთხეს, იმიტომ, რომ ზოგადად უჭირთ ნებისმიერი სააზროვნო თემის გაანალიზება (ტანსაცმლის და ჭამა-სმის გარდა), მაგრამ ნუ ხართ უტვინო ბოროტები, ნუ აზიანებთ სხვის ცხოვრებას, - წერს ქორქია.

 

ცნობისთვის,  საქართველოში 31 მარტიდან კარანტინის რეჟიმი ამოქმედდა. გამოცხადდა კომენდანტის საათი.

21 მარტს, პრეზიდენტმა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში შემოვა, საკარანტინო ზონაში მოთავსდება.

მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.

შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალა. შეზღუდვები შეეხო კაფე-ბარებსა და რესტორნებს.

აკრძალულია ერთ სივრცეში 10-ზე მეტი ადამიანის თავშეყრა.