11 აპრილს მსახიობ კოტე თოლორდავას გარდაცვალებიდან ხუთი წელი შესრულდება. მსახიობის შვილების დედა, განო მელითაური სოციალურ ქსელში მერიას თავის ძველ თხოვნას ისევ ახსენებს. მისი სურვილია კოტეს საცხოვრებელ სახლზე განთავსდეს პატარა მემორიალი წარწერით - აქ ცხოვრობდა კოტე თოლორდავა.
როგორც განო პრაიმტაიმთან აცხადებს, მერიაში ყველა საჭირო ნივთი მიტანილი აქვთ.
განო რუსთაველის გამზირზე მდებარე კოტეს სახლის ფასადის ფოტოს აქვეყნებს და წერს.
განო მელითაური: - როგორც გვითხრეს, რაღაც ვადა უნდა გასულიყო. წელს ეს ვადა გავიდა და ვნახოთ. მე მგონი ყველაფერი გამოვა.
აქ ვცხოვრობდა ნიჭის, ადამიანობის და სიყვარულის ვეებერთელა გული - სახელად კოტე თოლორდავა!
თავის დროზე, 2015-ში, ქალაქის მერი დამპირდა,რომ აქ მისი მემორიალური დაფა იქნებოდა! წლიდან წლამდე ვიღებდით ამ დანაპირებს! დავრბოდი საბუთებით, მსახიობების, მეგობრების და საზოგადო მოღვაწეების ხელმოწერებით... წინ და უკან.
ბოლოს, კოტეს დედის გარდაცვალებამდე უკანასკნელად ვითხოვე, მოგვესწრო, ვინაიდან ეს მისი უკანასკნელი სურვილი იყო...
და აჰა... 5 წელიც გავიდა!
იმედია, 13 მაისამდე (კოტეს დაბადების დღემდე) მის საყვარელ სახლთან, ყველასთვის საყვარელი ბიჭის სახელს და გვარს ამოვიკითხავთ!
ამ სახლში ცხოვრობდა კ ო ტ ე თ ო ლ ო რ დ ა ვ ა.
ქართული თეატრის და კინოს გამორჩეული არტისტი, საქართველოს, ამერიკის, უკრაინის, პოლონეთის, გერმანიის არაერთი საერთაშორისო პრიზის მფლობელი ტიტულით - საუკეთესო მსახიობი მამაკაცი!
არ მეგულება ქართველი, ვისაც ეს ამბავი ჩვენსავით არ გაახარებს! ამიტომ მაქვს უდიდესი იმედი, რომ მის პატივსაცემად ერთ პაწაწინა მემორიალს გაიმეტებს ქვეყანა, რომელსაც 34 წელიწადი გულის ჯიბით ატარებდა - წერს განო ფეისბუქზე.
კოტე თოლორდავა 2015 წლის 11 აპრილს რუსეთში, სასტუმროს ნომერში გულის შეტევით გარდაცვლილი იპოვეს. მსახიობს ფილმში იღებდნენ...