ესპანელი ტენორის შესახებ ამ პოზიტიურ ინფორმაციას ქართველი ბანი, პაატა ბურჭულაძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
პლასიდო დომიგომ ვირუსი დაამარცხა! როგორც ჩვენმა საერთო მეგობარმა მითხრა, კლინიკიდან უკვე გაწერეს და შინ არის ოჯახთან ერთად. მალე დაემარცხებინოს ყველას ეს ვირუსი, ჯანმრთელობას გისურვებთ - წერს ბურჭულაძე ფეისბუქზე.
დომინგოს კოვიდ-19 სამი კვირის წინ დაუდგინდა. მან ამის შესახებ თვითონ ამცნო საზოგადოებას.
ვგრძნობ, რომ ჩემი მორალური ვალია გაცნობოთ, რომ კოვიდ-19 დამიდგინა. მე და ჩემი ოჯახი თვითიზოლაციაში დავრჩებით მანამ, სანამ ამას მედიკოსები მოითხოვენ. ამჟამად ყველანი კარგად ვართ, მაგრამ მე ცხელება და ხველა მაქვს. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ტესტის გაკეთება და შედეგი დადებითი აღმოჩნდა“, - წერდა დომინგო.