არის რამდენიმე კანდიდატი, რომელიც გამოირჩევა სწორი ხედვით - ოთარ კახიძე

13:19 06-06-2017
127

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, ოთარ კახიძის განცხადებით, მმართველი გუნდი შეეცდება მათი პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე იხელმძღვანელოს, თუმცა 34 კანდიდატიდან ღირსეულების შერჩევა შესაძლებელია. 

ამის შესახებ კახიძემ ჟურნალისტებს პარლამენტში იუსტიციის საბჭოს წევრობის კანდიდატების საკომიტეტო მოსმენის წინ განუცხადა.

"ივანიშვილის ხელისუფლებას აქვს ერთი მიზანი, განაგრძოს სასამართლო ხელისუფლების კონტროლი მოსამართლეთა იმ ჯგუფის მეშვეობით, რომელიც წლების განმავლობაში მართავდა სასამართლოს. წარმოდგენილი კანდიდატებიდან არის რამდენიმე კანდიდატი, რომელიც გამოირჩევა სწორი ხედვით სასმართლო სისტემაში მიმდინარე პროცესების მიმართ, ერთ-ერთი ტესტი იქნება, დაუჭერს თუ არა პარლამენტი ამ კანდიდატურებს მხარს,“- განაცხადა კახიძემ. 

იურიდიულ საკითხთა კომიტეტში დღეიდან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4 წევრის შერჩევის პროცესი დაიწყო. დეპუტატები კანდიდატების პოზიციებს და არგუმენტებს ისმენენ. განცხადებების მიღება ორ დღეში დასრულდება და პარლამენტს 34 კანდიდატიდან მოუწევს შერჩევა.

თითოეულს 5 წუთიანი რეგლამენტი აქვთ საკუთარი ხედვების წარმოსადგენად სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.

 

ავტორი: ლილუ მიროტაძე