"აღარ არის ლენა, ორივე ერთად, ორივე, ორივე" - განო მელითაური, სოციალურ ქსელში სამწუხარო ამბავს აქვეყნებს

13:27 06-06-2017
3668

გარდაიცვალა მსახიობის, კოტე თოლორდავას დედა, ელენე ხოშტარია.

კოტეს მეუღლე, განო მელითაური, სოციალურ ქსელში ამაღელვებელ პოსტს აქვეყნებს:

"აღარ არის ბებიკო, აღარ არის ლენა, ორივე ერთად, ორივე, ორივე" - წერს განო მელითაური.

 "ძალიან ვწუხვაარ ამდენი ტკივილი და განსაცდელი ძალიან ძნელია:-( :-( ღმერთმა გაგაძლიეროოს განო - წერენ კომენტარებში,სოციალური ქსელის მომხმარებლები.

ინფორმაციას, უახლოესი მეგობრის გარდაცვალების შესახებ, მსახიობი ასმათ ტყაბლაძე, სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:  

"ძალიან სამწუხარო ამბავი მოხდა: გარდაიცვალა ნამდვილი ქართველი ვაჟკაცის მშობელი! ადამიანის, რომელმაც თავისი ხმამაღალი სიტყვა დაუტოვა ქართულ საზოგადოებას. მსახიობის, რომელმაც სამუდამოდ დაამახსოვრა მაყურებელს თავი! კოტე თოლორდავას დედა - ელენე ხოშტარია გარდაიცვალა. მართლაც რომ ურთულესია, ასეთი ვაჟკაცის დაკარგვის შემდეგ გააგრძელო ცხოვრება..." - წერს მსახიობი ასმათ ტყაბლაძე "ფეისბუქის" გვერდზე.

ავტორი: რუსა ღვანიძე