როგორ ეხმაურება სოფია ქავთარაძე "X ფაქტორიდან" ქმრის გავარდნას

14:22 06-06-2017
1407

გუშინ "X ფაქტორის" კიდევ ერთი ლაივ კონცერტი დასრულდა. ამჯერად მუსიკალურ შოუს მერაბ ამზოევი გამოეთიშა. მომღერალი აუდსაიდერებში მაგდა ვასაძესთან ერთად მოხვდა, ჟიურიმ კი არჩევანი მაგდაზე შეაჩერა. 

ამზოევის ცოლი, სოფია ქავთარაძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე მას შემდეგ რაც მერაბმა პროექტი დატოვა წერს: 

"სამწუხაროდ, დღეს მერაბმა დატოვა პროექტი, მადლობა იმ ხალხს ვინც ერთი ზარი მაინც გაუშვა.  ჩვენ გული არ დაგვწყვეტია, კარგად გავერთეთ. მადლობა ყველას", - წერს სოფია.

ავტორი: თეონა აბესაძე